ადაპტირებული გაკვეთილი
ბ უ ნ ე ბ ა
VI კლასი
ციალა ცხოვრებაძე
გაკვეთილის თემა: ნივთიერებების ფიზიკური
თვისებები, აგრეგატული მდგომარეობა
გრძელვადიანი მიზანი კლასისთვის
1 წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
მოსწავლეს შეუძლია:
1. ნივთიერებათა თვისებების აღწერა და მათი ცვლილებების შესახებ მსჯელობა ბ.VI. 3.
2. დაიცვას ხელოვნურ და ბუნებრივ გარემოში უსაფრთხო ქცევის წესები
ბ.VI. 9.
3. მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებისა და ნარევის ერთმანეთისაგან განსხვავება, ნარევის კომპონენტებად დაყოფის მეთოდების გამოყენება
სსსმ შეუძლია:
1. ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული ნივთიერებების შედარება, აღწერა
2. პლანეტებისა და ვარსკვლავების შესახებ მარტივი ინფორმაციის ჩამოყალიბება
4. შეუძლია დაიცვას ხელოვნურ და ბუნებრივ გარემოში უსაფრთხო ქცევის წესები
მოკლევადიანი მიზანი მთელი კლასისთვის
1. მოსწავლე ასახელებს ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებადი ნივთიერებების და მსჯელობს მათი თვისებების შესახებ
2.აკვირდება და ადარებს ნივთიერებების თვისებების მიხედვით
3.ატარებს ცდებს ნივთიერებების ფიზიკური ცვლილებების შესახებ
მოკლევადიანი მიზანი სსსმ მოსწავლისათვის
1. მოსწავლეს შეუძლია შეადაროს 2 სხვადასხვა ნივთიერება ერთმანეთს გამოიცნოს ფიზიკური თვისებების მიხედვით
2. მოსწავლეს შეუძლია წყლის აგრეგატული მდგომარეობაზე მსჯელობა
გ ა მ ო წ ვ ე ვ ა
მასწავლებელი ესალმება კლასს, კითხულობს ხომ არა აქვთ კითხვები.
სვავს კითხვებს:
1.რა აშენებს სხეულებს, რომლებიც ჩვენს გარშემოა? 10წთ.
2.რა თვისებებით რა თვისებებით გამოვიცნობთ ნივთერებებს?
3, შეიძლება ყველა ნივთიერებას გემო გავუსინჯოთ?
4. როგორ ვიქცევით როცა უცხო ნივთიერებას ვხვდებით გარემოში?
კითხვა სსსმ მოსწავლისათვის
1. ჩამოთვალე საკლასო ოთახში არსებული სხეულები
2. რომელი ნივთიერებაა გამოყენებული კარებისთვის?
3. რისი ფორმა აქვს წყალს, რომელიც ბოთლში ასხია?
ს ი ღ რ მ ი ს ე უ ლ ი წ ვ დ ო მ ა
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს რომ ნივთიერება შეიძლება იყოს სამ აგრეგატულ მდგომარეობაში: მყარი, თხევადი, აირისებური
მყარი - აქვს ფორმა და მოცულობა
თხევადი - აქვს მოცულობა, არა აქვს ფორმა
აირისებური- არა აქვს არც მოცულობა არც ფორმა 15წთ,
ანუ ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა ხასიათდება ფორმა და მოცულობით.
მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს კითხვებს:
1 ჯგ. - ა) გამიცანით 2 ნივთიერება დაახასიათეთ მათ შორის მსგავსება და განსხვავება, ჩაწერეთ სქემაში
ფიზიკური მდგომარეობა სუნი გემო ფერი წყალში ხსნადობა
No comments:
Post a Comment