Sunday, May 28, 2017


                               თემა :  ადამიანი, გარემო და ეკოლოგიური პრობლემები

   კლასი- მე-6

  მუშაობის ფორმა -  ჯგუფური  ( 4 ჯგუფი)

 გაკვეთილის მიზანი- შეიძინოს უნარები:

 1. მასალის მოძიების და გამოყენების
 2. მსჯელობის, პრობლემების გადაჭრის
 3. შექმნას მასალები აუდიო, პლაკატები, ჩატვირთოს მასალები კომიუტერში
 4. აღწეროს ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეულ უარყოფითი შედრგები ჩამოაყალიბოს  საკუთარი მოსაზრება და თავიდან აცილების გზები
 5. გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულებისა ბუნებრივი რესურსებისუკანონო გამოყენების მიმართ
 6. დაკვირვების და შედარების
 7. ინფორმაციის შეგროვების- ორგანიზმებისთვის აუცილებელი ნივთიერებების ( წყალი. ჟანგბადი, ნახშირორჟანგი)

  გაკვეთილის მსვლელობა

  1. კლასის წესრიგში მოყვანა          2 წთ.

                                   
                                          აქტივობა I                                     3წთ.

     მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის დასმულ კითხვებს:

   1. რა არის ეკოლოგია?
   2. განმარტეთ ეკოლოგიური ფაქტორები
   3. დაახასიათეთ:  ა) აბიოტური                                                    სტად. ბუნ, VI. 4
                                   ბ) ბიოტური
                                   გ) ანთროოგენური ფაქტორები
   . 4 რატომ გამოყვეს ანთროოგენური ფაქტორი ცალკე ბიოტურიდან?

ადამიანი ზემოქმედებს ბუნებაზე, ხშირად შედეგები უარყოფითია  (თვითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა ბუნებაზე ზემოქმედების ხარისხი სხვადასხვა ფაქტორის)



                                      აქტივობა II                6 წთ.

    ერთი ჯგუფი წარმოადგენს  ,,სახმელეთო, საჰაერო, წყლის ტრანსპორტი"
 კომპიუტერში ჩატვირთული თვალსაჩინოებით აკეთებს პრეზენტაციას, ხაზს უსვავს ტყვიით, ნახშირორჟანგით, ნახშირჟანგით, გოგირდოვანი ნაერთებით დაბინძურების შედეგადარასახარბიელო შედეგებს.

     სავარაუდო კითხვები:
 
     1. რა არის ჰემოგლობინი?
     2. რა ფუნქცია აქვს?                                                                                     ბუნ, VI.4
     3. რა შედეგი მოყვება ტყვიით დაბინძურებას?
   
    მოპოვებული ინფორმაციით მსჯელობენ მოსწავლეები, რომ ტყვია ბენზინის მინარევია, აქროლადია, ოჯახში ზოგჯერ იყენებს დიასახლისი, რომელიც კედლებზე რჩება  და ზიანს აყენებს ჯანმრთელობას, ლიტერატურიდან ცნობილია კახეთში იმატა უშვილობამ, მას შემდეგ, რაც გამოიყენეს სეტყვის საწინააღმდეგო  ტექნიკა.
     ნახშირორჟანგი გლობალური დათბობის საშიშროებას წარმოადგენს სხვა აირებთან ერთად.

    ჩვენ გლობალურად შევეხეთ დაბინძურების ხარისხს, საინტერესოა რა ხდება ჩვენს ქალქში, სკოლის ტერიტორიაზე, სკლასო ოთახებში


                                     აქტივობა III                     6წთ

      ჯგუფი  II  აკეთებს კომპიუტერში ჩატვირთული მასალებით აკეთებს პრეზენტაციას.
   მოსწავლეებმა ობიექტად აირჩიეს ვერის პარკი, აღნიშნეს რომ პარკი მოვლილია, მაგრამ ხეებზე აქა-იქ პოლიეთილენის პარკებს ნიავი არხევდა.
      სკოლის მიმდებარედ სადაც დგას სანაგვე ყუთები ჩვენი დაუდევრობით, ხშირად ჭირდება დამლაგებელს სამუშაო შეასრულოს რამდენჯერმე.
       ...ჩვენ გავდივართ ქალაქგარეთ, მტკივნეულად აისახება ჩვენი გულგრილობის შედეგები, გარდა იმისა რომ ესთეტიურად მძიმე სანახავია, ჩამოსული სტუმრისთვის ჩვენი სახეა.                                                                                          
                                                                                                                     სტანდ.  ბუნ. VI.10


                 სავარაუდო კითხვები:

   1. რა შეიძლება გამოიწვიოს პოლიეთილენმა საბალახოებზე თუ აღმოჩნდება?
   2.  დაბინძურებულმა ნიადაგმა?
        მოსწავლეები საუბრობენ ჰარში მოხვედრილი გოგირდოვანი ნაერთებით ქლოროფილის დაშლის შედეგებზე, რა როლი ეკისრება ქლოროფილს ცოცხალი სამყაროსთვის.
        დაბინძურებული წყლის  შედეგებზე, რომ ,, სიცოცხლე არის ბრძოლა წყლის მოპოვებისთვის"
     მოსწავლე საუბრობს გამოგონებაზე რომელიც ნარჩენებისგან ათავისუფლებს ოკეანეს


                                             აქტივობა IV                                       6წთ

  ჯგუფი III  აკეთებს პრეზენტაციას ნარკოტიკები: წამალდამოკიდებულება, ნიკოტინი, ალკოჰოლი, იყენებენ ილუსტრაციებს, მსჯელობენ საზოგადოებაში მათ არაადეკვატურ ქმედებებზე, საუბრობენ  მიზეზებსა და შედეგებზე.
პასუხობენ კითხვებზე:
 1.რომელ ორგანოს ექმნება საფრთხე  აღნიშნული ნივთიერების გამოყენებისას?
 2. რა როლი აქვს გულს
 3.  სისხლს?                                                                                 სტანდ. ბუნ.VI.8
 4.  ღვიძლს?


                                        აქტივობა V                                          8წმ.


    მე-4 ჯგუფი მსჯელობს კომპიუტერის, მობილურის, ტოტალიზატორის  დამოკიდებულებაზე, წარმოადგენენ გამოკითხვის შედეგებს, მიჯაჭვულობის  ხარისხს, რომ მძიმე სენია თვითოეული, რადგან  დამოკიდებულების ხარისხი საგანგაშოა.                    განსაკუთრებით ჩვენი ტოლები, ისინი ღამეებს ათევენ ტექნიკასთან, გაკვეთილის პროცესშიც უჭირთ გადაერთონ საქმეზე, ვერ იტანენ შენიშვნას, ემოციურები არიან, სწავლაში ჩამორჩებიან,
 

                            სავარაუდო კითხვები:

 1. რა იწვევს მიჯაჭვულობას?
  მოსწავლეები მსჯელობენ იშველიებენ მოპოვებულ ინფორმაციებს, რომ თავის ტვინში არის ჯირკვალი, რომელიც პასუხისმგებელია ახალი ინფორმაციის ჩამოყალიბებაში, იგი არ არის შესწავლილი, ამიტომ უჭირს მედიცინას ამ სენით შეპყრობილი ადამიანების განკურნება.



           ეკოლოგიური პრობლემები ეხება არა მარტო ჩვენს ქვეყანას, ეს გლობალური პრობლემაა, მაგ. ჩერნობილის ტრაგედია მარტო უკრანის კი არა დედამიწის ტრაგედიაა.
    ჩვენ ავღნიშნეთ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით გამოწვეული პრობლემების შესახებ,
     მოსწავლეები ერთხმად აღიარებენ, რომ გამოსავალი ზომიერი მოხმარებაა,რაც შეეხება ნარკოტიკებს ნიკოტინს, წამალდამოკიდებულებას, ტოტალიზატორს ჩვენი ცხოვრებიდანსაერთოდ უნდა ამოვიღოთ, მაგრამ შეგონება, არანაირი კანონი არ ჭრის თავი დავაღწიოთ ვნებებს.
       ამ პროცესში მნიშვნელოვანია აღზარდო შენს თავში ადამიანი, რომელიც
 შეიცნობს საკუთარ თავში დავანებულ სინდისს, რომელიც კარნახობს რა არის ცუდი რა არის კარგი, ჩვენ ხშირად ვშორდებით სინდისს... ,,ჩვევა სჯულზე უმტკიცესია"


                                           აქტივობა VI                         7წთ.                         სტანდ. ბუნ.VI.8

      როგორც ვხედავთ ადამიანის საქმიანობა ქმნის ეკოლოგიურ პრობლემებს, მავნე ნივთიერებები ხვდება გარემოში, ზოგიერთი შლის ქლოროფილს.
რა არის ქლოროფილი?
მოსწავლეები საუბრობენ ფოტოსინთეზის შესახებ
ვარიგებ სააზროვნო კითხვებს თვითოეული გუნდისთვის


          რა კავშირია:                                                                              

    1. მზე და პური

   2. სინათლე და შაქარი

  3. ჟანგბადი და კუნთები

 4. შაქარი და ნახშირორჟანგი


   მოსწავლეები მსჯელობენ, აკავშირებენ  მოვლენებს და ცოდნაზე დაყრდნობით  ასაბუთებენ რა კავშირია მათ შორის


                                         

                                                     აქტივობა VII                  5წთ.

 

 ჩვენ ვიმსჯელეთ ჯანსაღი გარემოს როლზე ჯანსაღი ფიზიკური და სულიერი სხეულის შენარჩუნებისათვის
  შევაფასოთ თვითოეული ჯგუფი.
   - მოსწავლეები აფასებენ ჯგუფებს, სვაბენ კითხვებს, აკეთებენ დასკვნებს...
   


 რა მოგვცა ამ თემაზე მუშაობამ?
     პასუხები არაერთგვაროვანია
    -  შევძლო პატივი ვცე სხვის აზრს
    -შევძლო საკუთარი აზრის გამოხატვა, კრიტიკის გათვალისწინება
    - არ დავშორდე საკუთარ თავს, სინდისს ,,მე"-ს
   -გავიგე რა  როლი აქვს გარემოს რომელშის ვცხოვრობ
  -როგორ მოვიძიო და დავახარისხო ინფორმაცია
  -როგორ გამოვიყენო ტექნიკა, მათ შორის მობილური, კომპპიუტერი
  - არ ვიქცე მონა ვნებებისა
 გავითვალისწინო  ,,ყოველი დღე შენ თავს ჰკითხე აბა დღეს მე ვის რა ვარგე"
   



                                                    აქტივობა VIII   5წთ.

              მასწავლებელი აფასებს თვითოეულ  მოსწავლეს, წარმოაჩენს თვითოეულის უარყოფით და დადებით მხარეებს, ერთად სახავენ გამოსწორების გზებს.



                                   საშინაო დავალება 2წთ.
             შეარჩიონ და დაწერონ ესე  ,, მე და გარემო"      ,, მე და მზე"     ,,მე და წვიმა""




                     

             


Monday, May 15, 2017

                                          გაკვეთილის გეგმა

     კლასი-VI
   
     ბუნებათმცოდნეობა
   
    მასწავლებელი- ციალა ცხოვრებაძე
   
   თემა: ,,ადამიანი, გარემო, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება"
   
   დრო-45 წთ.
   
   კლასის ორგანიზება: ჯგუფური, ინდივიდუალური  
   
    გაკ-ის მიზანი: მოსწავლეებმა შეიძინონ უნარები:
   
 1. , ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, გამოყენების
 2.   ტექნიკური საშუალებების მიზნობრივად გამოყენების
 3,   პრეზენტაციის
 4.   სხვისი აზრის პატივისცემის, მოსმენის, აზრის გამოთქმის
 5.  კვლევის, ლოგიკური აზროვნების
 6.  უსაფრთხო ცხოვრების
 7.  გარემოს დაცვის ღონისძიებებისგატარების, დაცვის, აღწერა-დასაბუთების

  რესურსები: ლეპტოპი,ფლეშკა,ფორმატები, ფოტოილუსტრაციები, დიაგრამები

  გაკვეთილის მსვლელობა: 1. კლასის მოწესრიგება    1წთ.

                                 
                                              აქტივობა  I                                                    3წთ

  მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის დასმულ კითხვებს- როგორ გესმით გარემო ადამიანი,  ჯანმრთელობა, უსაფრთხოება?
 -ადამიანის ორგსნიზმი თვითმარეგულირებელი სისტემაა, ამას ყოველ წუთს ვგრძნობ, როცა ოთახში მზის სხივი შემოიჭყიტავს თვალებს ვხუჭავ, დიახ მე მაქვს რეაქცია გამღიზიანებელზე, როცა ვჩქარობ გულიც მიჩქარდება, ვიცი სისხლმა საკვები და ჟანგბადი უნდა მიაწოდოს კუნთებს ენერგიის აღსადგენად. პროცესები ნ. სისტემით რეგულირდება, მაგრამ ადამიანს ჭირდება გარემოს ელემენტები: საკვები, ჰაერი, წყალი. ადამიანზე მოქმედებს ბიოტური ელემენტებიც, რომლებიც ხშირად საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას. ჩვენ ყურადღებას მივაპყრობთ ნარკოტიკულ ნივთიერებებს, რომელიც თავისთავად საფუძველია ვირუსული და ბაქტერიული დავადებების გამოწვევისა.

                                            აქტივობა II                                                                     4წთ

  ალკოჰოლი - მოსწავლეები მოგვითხრობენ, ალკოჰოლის უარყოფით და დადებით მხარეებზე, რომ ალკოჰოლი ნიშნავს წმინდა თეთრ ფხვნილს, მიეკუთვნება სპირტულ ნაერთთა კლასს:  ღვინო, არაყი, ლუდი, ვისკი, და სხვა.
ლუდი პოპულარული სასმელიაყველა ასაკის ადამიანისთვის, ხშირად მისი მცირე დოზით მიღება იწვევს მასზე მიჯაჭვულობას, დოზის მომატებას და სხვა ალკოჰოლური სასმელების სურვილს, დოზის მომატებით. ხშირად მომხმარებელი ალკოგოლიკია, ადამიანი დადის ბარბაცით, ეცვლება მეტყველება, იგი იწვევს დავადებებს: გულ-სისხლძარღვთა, ნ.სისტემის, კუწქვეშა ჯირკვლის, ღვიძლის, ააქტიურებს მწეველებში თამბაქოში არსებული კიბოს  გამომწვევი ნივთიერებების გატარებას პირის ლორწოვანი გარსებით, საფრთხეში დგება დედის ორგანიზმში ნაყოფის ჯანმრთელობა.

                                                                                                           სტანდარტი  ბ. VI. 8.
        სავარაუდო კითხვები:

     1.  ალკოჰოლურ სასმელებს აქვს ღირებულება, რა იცით ამის შესახებ?
     2.  რა არის ანტიოქსიდანტი?


                                    აქტივობა III                                                                           4წთ

 თამბაქო შეიცავს ნიკოტინს, რომელიც აზოტის შემცველი ნივთიერებაა, მიიღება თამბაქოს ფოთლებისაგან, ბუნებრივი დამცველია მწერებისაგან, გამოიყენება  მწერების გამანადგურებელში. (მასალა ატვირთულია კომპიუტერში)
 ნიკოტინის თვისებაა მასზე სწრაფი დამოკიდებულების განვითარება, დამოკიდებულების შეწყვწტა რთულია. ზოგიერთი თამბაქოს მწარმოებელი  ნიკოტინის შემცველობას ზრდის, რის შედეგად იზრდება მასზე დამოკიდებულების რისკიც.
თამბაქოს გამონაბოლქვი შეიცავს არასრული წვის პროდუქტებს, მათ შორის ნახშირჟანგის, რომელიც ჰემოგლობინთან მტკიცე ნაერთია
სიგარეტის კვამლშიარსებული ნივთიერებებიშედის: საღებავების გამხსნელი,აბაზანის საწმენდი სითხე, კუპრი, თვითფრინავის საწვავი, მხუთავი აირი, სანთებელა და სხვა.
ხანგრძივი მოქმედება იწვევს:
-სასუნთქი გზების და ფილტვების
- გულ-სისხლძარღვთა
- ნ. სისტემის
 მოსწავლე აჩვენებს მწეველების გამოკითხვის შედეგად ასაკის მიხედვით % -ლი მაჩვენებლის დიაგრამას და აღნიშნავენ სავალალო შედეგს და ცნობილია სასჯელის უკიდირესი ზომები ისტორიის მანძილზე რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია.

                       


                                   სავარაუდო კითხვები:                                 სტანდარტი  ბ. VI. 9

 1. რა იწვევს დროებით შეჩვევას?
- ნიკოტინი იწვევს დროებით სასიამოვნო განცდას
- დაძაბულობის შემცირებას
- თავის ტვინში გარკვეული კვალის გავლებას და შენახვას ( თავის ტვინის ილუსტრაცია)
2. რა არის ჰემოგლობინი?


                              აქტივობა  IV                                                                                   4წთ

 მოსწავლეები საუბრობენ წამალდამოკიდებულებაზე                    
 წამალდამოკიდებულება სიგარეტით იწყება, წამალი გამოიყენება როგორც   ტკივილ გამაყუჩებელი.  ხშირად მოხმარება იწვევს მიჯაჭვულობას, ითხოვ უფრო ძლიერს...ძლიერი მოქმედების ნარკოტიკები გავლენას ახდენენ ტვინზე, ნარკომანი ვერ აკონტროლებს ემოციებს, მისი ორგანიზმი მუდმივად ითხოვს ილუზიებში ცხოვრებას, მუდმივად ფულის შოვნის სურვილით შეპყრობილი მძიმე გარემოს ჰქმნის გარშემო მყოფთათვის, მოსწავლეები აჩვენებენ ლეპტოპში ჩატვირთულ ილუსტრაციებს ც, ნ, სისტემის ტვინის უბანი, რომელიც კარგავს ფუნქციას, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ნარკოტიკის ერთხელ მიღებაც ზიანს აყენებს ორგანიზმს, როდესაც ნარკოტიკი ხვდება ორგანიზმში ყველა ორგანოს მუშაობა იცვლება, განსაკუთრებით ჯაფა ადგება ღვიძლს და თირკმელს, ისინი მთელი დატვირთვით მუშაობენ, რომ შხამებისაგან გაწმინდონ ორგანიზმი. იწვევენ დაავადებებს: C ჰეპატიტს, შიდს და ციროზს.

                                  სავარაუდო კითხვები

    1. რომელ ორგანოს აზიანებს ჰეპპატიტი?
    2. რომელს ციროზი?
    3. რომელს შიდსი?

                                                                                                              სტანდარტი ბ. VI. 8
                             
                                     

                                                 აქტივობა V                                                                  5წთ

 მოსწავლე ილუსტრაციებით აჩვენებს ადამიანის განვლილ გზას ბავშვობიდან ტრაგედიამდე და კითხვას უტოვებს კლასს გზის არჩევანისას




                                                აქტივობა VI
                                                                                                                                                5წთ

  ყველა ჩამოთვლილი მავნე ჩვევა აზიანებს იმუნიტეტს მასწავლებელი სვავს კითხვას, რა არის იმუნიტეტი?  რა საფრთხეებია მოსალოდნელი იმუნური სისტემის დეფიციტისას?
 მოსწავლეები საუბრობენ გარემოს ბიოტურ ელემენტებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან  ადამიანის ჯანმრთელობას, ისინი გამოყოფენ ვირუსებს და ბაქტერიებს,  ვირუსული დაავადებებიდან გამოყოფენ ჰეპატიტს და შიდს,  ახასიათებენ მათ, აღნიშნავენ რომ ჰეპატიტი ღვიძლს ასნებოვანებს, შიდსი იმუნურ სისტემას. ორივე პროგრესირებადია, ლეტალური შედეგით მთავრდება.
                                                                                                          სტანდარტი ბ, VI.8


         სავარაუდო კითხვები:

  1,ეს დაავადებები არც თუ იშვიათია როგორ დავიცვათ თავი მათგან?
   2. რომელია ბაქტერიული დაავადებები?



                                  აქტივობა   VII                                              ატანდარტი  ბ. VI. 8

   ბაქტერიები თვალით უხილავი ორგანიზმები არიან,ისინი  სასარგებლოც და საზიანოც , სასარგებლო.
   მოსწავლეები საუბრობენ ბაქტერიების კვების ტიპზე: ავტოტროფულ და ჰეტეროტროფულზე
 ბაქტერიების მონაწილეობით მიიღება რძის ნაწარმი, დამწნილება, დასილოსება, ადამიანის ნაწლავებში სახლობენ სიმბიოზური ბაქტერიები, რომლებიც აუვნებელყოფენ დაავადების გამომწვევებს, წარმოქმნიან ზოგიერთ ვიტამინს.
   საზიანო ბაქტერიები იკვებებიან ცოცხალი უჯრედებით და იწვევენ დაავადებებს:: ტუბერკულიოზი, მუცლის ტიფი, ქოლერა, მენინგიტი, შავი ჭირი, ბოტულიზმი, ტეტანუსი, ბოტულიზმი.
   მოსწავლეები საუბრობენ ჰიგიენური წესების დაცვის საშუალებებზე.                         4წთ


                              სავარაუდო კითხვები

    1. რა არის სიმბიოზი?
    2.გარდა ადამიანისა სად გვხვდება სიმბიოზური დამოკიდებულება?


                               

                                       აქტოვობა VI                                              
                                                                                                               სტანდარტი  ბ. VI. 9.

        მასწავლებელი აღნიშნავს, ჩვენ ვისაუბრეთ სააფრთხეებზე, რომლებიც ზიანს აყენებს ადამიანის შრომის უნარიანობას და  სვავს კითხვას
      --დაასახელეთ გარემოში არსებულ საფრთხეები?
      მოსწავლეები ჩამოთვლიან, რადიაცია, საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთერებები,  ტექნიკური საშუალებები, ტრანსპორტისა და ქარხნების გამონაბოლქვი. მოსწავლეები საუბრობენ  თვითოეულზე.
       რადიაცია გამოსხივებას ნიშნავს. გამოსხივების წყარო არის                         4წთ

        ხელოვნური                                                                            ბუნებრივი

       ა) ატომური ელ. სადგურები                                             ა) აფეთქებები მზეზე
        ბ) ბირთვული იარაღის გამოცდა                                     ბ) რადიაქტიური წიაღისეული
        გ) სამედიცინო აპარატურა
        დ) საყოფაცხოვრებო ხელსაწყოები

          ბუნებრივს არეგულირებს ბუნება, აირეკლავს ოზონის შრე, რადიაცია იწვევს ცვლილებებს  (სიმახინჯეებს) .  იაპონიის კუნძულებზე მე-19 საუკუნის 50-იან წლებში ამერიკელებმა  ჩამოაგდეს ატომური ბომბი, რომლის შედეგს დღესაც იმკიან. ჩერნობილი 1986 წელი... შედეგები მძიმეა ( აჩვენებენ ილუსტრაციებს: თევზი გოჭის თავით, ბავშვი კიდურების გარეშე, ქვეწარმავალი 3 თავით, მრავალკიდურიანი ახალშობილები)
რადიაციული ნარჩენები ზღვაში, ტბაში, ხმელეთზე ხვდება, კვებით ჯაჭვში ერთვება და საბოლოოდ ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე დგება.



                                                      აქტივობა VII
                                                                                                        სტანდარტი ბ, VI.9

         მოსწავლეები მსჯელობენ  საყოფაცხოვრებო ქიმიურ ნივთიერებებზე, რომელთა შესახებ ინფორმაციას უნდა ვფლობდეთ, მოსწავლეები ჩამოთვლიან ამ საშუალებებს. თუ  არ ვიცით მისი მოხმარება, დავეკითხოთ უფროსებს. ზოგიერთი დიასახლისი იყენებს ბენზინს იატაკის გასაწმენდ საშუალებას, ბენზინში არის  ტყვია რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, ტყვია არის აგრეთვე ტრანსპორტის გამონაბოლქვში, მხუთავ გაზთან ერთად, როგორც ვხედავთ ადამიანის საქმიანობა უმეტესწილა სახიფათოა, ხშირად მაფიქრებს ვინ თუ არა ადამიანმა უნდა დაიცვას უსაფრთხოება,    
                                                                                                                                                 4წთ


                        სავარაუდო კითხვები
   ა) რა ზიანი მოაქვს ტყვიას?
   ბ) მხუთავ გაზს?



                                                                                                                                                3წთ

       როგორც ვხედავთ ადამიანის ქმედება ანგრევს ბუნების ბუნებრივ მდგომარეობას, იყენებს ბუნებრივ რესურსებს, ჩეხავს ტყეს, აბინძურებს გარემოს ტრანსპორტით და  ფაბრიკა ქარხნების გამონაბოლქვით, რადიაციული ნივთიერებებით, მას შეუძლია ფილტრები გამოიყენოს-შეამსუბუქოს ჰაერში მავნე ნივთიერების შემცველობა, მაგრამ ის არ ერიდება მსხვერპლს და თვითონაც მსხვერპლი ხდება, რადგან ,,ბუნება მბრძანებელია..." ჩვენ ბუნების გონიერი  ნაწილი ვართ და გონიერი ნაბიჯებით უნდა დავაბიჯებდეთ.
   მოსწავლეები აჩვენებენ ფოტო ილუსტრაციებს გადაღებულს საცხოვრებლის მიმდებარედ- ადამიანი დაუდევრობის შედეგით, მსჯელობენ, რამდენად ამართლებს ადამიანი ადამიანის სახელს.
    ადამიანი ეძებს გზას გაექცეს პრობლემებს, იცხოვროს ილუზიებში და ცდება გზას, რომელიც ტაძართან ვერ მიიყვანს,  ,,ის გზა რა გზაა რომელიც ტაძართან ვერ მიგიყვანს"
ისინი ერთხმად აღიარებენ, რომ ადამიანი უდა იქცეს სინდისის მონად,როგორც ილია იტყოდა ,,ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან". რამდენად ვცდილობთ არ დავშორდეთ საკუთარ
,,მე--"ს.
  და კვლავ ილია ,,ყოველიდღე შენს თავს ჰკითხე აბა დღეს მე ვის რა ვარგე?'"
       


                                                        აქტივობა VIII                                                              5წთ


         მოსწავლეები აფასებენ თვითოეულ ჯგუფს, გამოყოფენ სუსტ და ძლიერ მხარეებს, აყალიბებენ გამოსწორების გზებს,
        ჩამოთვლიან რა მისცა ამ გაკვეთილმა, როგორ ააგებენ ხვალინდელ დღეს, რას თვლიან ღირებულად.

     
                  მასწავლებელი აფასებს თვითეული მოსწავლის წარმატებას, აძლევს დავალებას, წაიკითხონ ნიკო კეცხოველის ,,მკერდში დაჭ რილი ბუნება"