Thursday, November 23, 2017



              ღია გაკ.....
                                               თემა: მასალები, გამოყენება და ბუნების დაცვა

                                               საგანი -  ბუნება

                                                მასწავლებელი- ციალა ცხოვრებაძე

                                                        V კლასი

                                                 გაკვეთილის დრო - 45 წთ.

                                                 გაკვეთილის სტანდარტი

                         გრძელვადიანი მიზნები

ბუნ.V. 4.  მოსწავლეს შეუძლია მასალების განსხვავება, მათი თვისებების შესახებ მსჯელობა

ბუნ.V.  5. მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებათა აგრეგატული მდგომარეობის დახასიათება

ბუნ.V.11.მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების მნიშვნელობის დასაბუთება და მასში აქტიური მონაწილეობის მიღება

                     მოკლევადიანი მიზნები

                           ინდიკატორები
             * მოსწავლე იკვლევს სხეულებს და ასახელებს თურა მასალისგან შედგება ისინი
             * ამოიცნობს და ასახელებს ბუნებრივ და ხელოვნურ მასალებს, საუბრობს მათი              გამოყენების შესახებ
            * ჩამოთვლის და აჯგუფებს მის გარშემო მყოფ სხეულებს და მათი შემადგენელი             ნივთიერებების აგრეგატულ მდგომარეობას
            *მსჯელობს ბუნებაში ნარჩენების დატოვების შესახებ
            *  აღწერს ადამიანის აქტივობებს და განსაზღვრავს საკუთარ მონაწილეობას                      ბუნებრივი რესურსების აღდგენის საქმეში
           * მონაწილეობს გარემოს დაცვით ღონისძიებებში


                                       Iფაზა  გამოწვევა


      

Sunday, November 12, 2017



                                დაპტირებული გაკვეთილი
                                                ციალა ცხოვრებაძე
                  გაკვეთილის თემა: ყვავილოვანი მცენარის ფესვი
                                                         V კლასი
                                                          ბუნება
                                                                                                         მოსწავლეთა რაოდენობა 30
                                                                                                         სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა 1
                           
              ბუნ.V.1. მოსწავლე აკავშირებს ყვავილოვანი მცენარის ძირითად ორგანოებს       მათ     ფუნქციასთან
                                 ინდიკატორი
              მოსწავლე:
           * მოსწავლე სვავს კითხვებს და  აანალიზებს, თუ რა ნიშნებით განსხვავდებიან
          ყვავილოვანი მცენარეები სხვა მცენარეებისაგან.
           
           * ატარებს ცდას და ავლენს ფესვის წყალგამტარ ფუნქციას, გადმოსცემს
          ცდის ეტაპების თანმიმდევრობას, გამოაქვს დასკვნები
            
           * ასრულებს ინსტრუქციებს, იყენებს შესაბამის ხელსაწყოებს და ინსტრუმენტებს    
           მედეგს წარმოადგენს ნახატის სახით
                       
              
            გრძელვადიანი მიზანი სსსმ მოსწავლისათვის
             მოსწავლე აკავშირებს მცენარის ფესვს მცენარის სხვა ორგანოებთან

              მოკლე ვადიანი მიზანი
               * ასრულებს ინსტრუქციებს მცენარის ორგანოების შესასწავლად, დაკვირვების 
              შედეგებს წარმოადგენს ნახატის სახით

               კლასის წინასწარი ცოდნა
               * მოსწავლეები მსჯელობენ მცენარეთა სამეფოს შესახებ
               * ჩამოთვლიან უმაღლეს და უმდაბლეს მცენარეებს
               * ასახელებენ მათ შორის მსგავს და განმასხვავებელ ნიშნებს
               * ადარებენ უმაღლეს ჯგუფში განთავსებულ მცენარეებსერთმანეთს
               * გამოყოფენ ყვავილოვანი მცენარეების განმასხვავებელ ნიშნებს

               
                   სსსმ მოსწავლის წინასწარი ცოდნა
                  *მოსწავლე ჩამოთვლის  ყვავილოვანი მცენარის ორგანოებს
                  * წარმოადგენს ნახატის სახით

                        გაკვეთილის მიზანები კლასისთვის     
                * ჩამოთვლის მცენარეთა ორგანოებს გამოყოფს მცენარის ფესვს 
                *ჩამოთვლის მცენარის ფესვის ტიპებს
                * ასახელებს მის მნიშვნელბას მცენარისთვისგარემოსთვის, ადამიანისთვის

              
              გაკვეთილის მიზანი სსსმ მოსწავლისთვის
                * ჩამოთვლის მცენარის ფესვის ტიპებს
                * ასახელებს მის მნიშვნელობას


                I     გამოწვევის ფაზა  10 წთ.
            მეთოდი: კითხვები
             1. რომელ ჯგუფებს ასახელებენ მცენარეთა სამეფოში?
             2. რა განსხვავებაა უმდაბლეს და უმაღლეს მცენარეებს შორის?
             3. ჩამოთვალეთ უმაღლესი მცენარეები
             4. რა ნიშნებით გამოყოფენ ყვავილოვან მცენარეებს?
             5. ჩამოთვალეთ ყვავილოვანი მცენარეების ორგანოები
             6. რატომ  უწოდებენ ყვავილოვან მცენარეებს თესლოვანს?

                 კითხვები სსსმ მოსწავლეს

            1. სად მწიფდება ყვავილოვანი მცენარის თესლი?
            2. ჩამოთვალე  შენთვის ნაცნობი ყვავილოვანი მცენარეები



            II სიღრმისეული წვდომა 15წთ.

         მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ მცენარის ერთერთი ორგანო ფესვია, რომლის მნიშვნელობა დიდია, მცენარე ერთადერთი ორგანიზმია, რომელიც აგროვებს პირველად საკვებს დედამიწაზე და წარმოქმნის ჟანგბადს, ამ სიცოსხლისთვის აუცილებელი ელემენტების მისაღებად მცენარეს ჭირდება წყალი და მარილები. წყალს და მარილებს მცენარე ფესვით ნიადაგიდან იღებს.
      მასწავლებელი წარმოადგენს ცხრილს, თხოვს კლასს იმუშაონ ბუნების რვეულში
     
მცენარე
ფესვი
ფოთოლი
გირჩა
ნაყოფი
ყვავილი
სპორა
თესლი
ხავსი







გვიმრა







წიწვოვანი







ყვავილოვანი







  
მოსწავლეები მასწავლებლის კითხვების დახმარებით აკეთებენ სწორ დასკვნებს.

მასწავლებელი განაგრძობს 
       რომ ფესვი წარმოდგენილია მთავარი და გვერდითი ფესვებისაგან
       თუ გვერდითი ფესვი აქტიურად ვითარდება და გამოირჩევა გვერდითი ფესვებისაგან მას    ეწოდება
თუ მთავარი ფესვი წყვეტს ზრდას და ის გვერდითი ფესვებისაგან არ გამოირჩევა   მას   ეწოდება. სახეწოდება მიიღო რადგან ფუნჯს მოგვაგონებს.
     ფესვებს აქვს ბუსუსები, რომლითაც იწოვს წყალს და მარილებს, გადასცემს ღეროს გამტარი მილებით.
 ფესვს მარტო შემწოვი და გამტარი ფუნქცია როდი ასრულებს, ის მცენარეს ამაგრებს ნიადაგში.
    ზოგიერთ მცენარეს აქვს სახეცვლილი ფესვი, მაგალითად სტაფილოს, ჭარხალს. ისინი მთავარი ფესვის გასქელებით წარმოიქმნებიან. მათ ხორცოვან ფესვში გროვდება საკვები.

   

                   აქტივობა
     მასწავლებელი დაფაზე აკრავს ილუსტრაციას- ფესვი, რომლის ნაწილები  დანომრილია. სთხოვს ბავშვებს გადაიტანონ ცხრილი ბუნების რვეულში და მიუწერონ პასუხები შესაბამის უჯრაში


მთავარი ფესვი
გვერდითი ფესვი
ბუსუსები
ძირხვენა









       მასწავლებელი დამხმარე კითხვებით ეხმარება კლასს შეცდომების დაძლევაში

               
               
სსსმ მოსწავლეს მასწავლებელი უსვავს კითხვას
1.            მასწავლებელი მოსწავლეს ეხმარება ჩაიხატოსრვეულში ფესვი და დანომროს


  1,                1 . რომელი ნომრით არის აღნიშნული მთავარი ფესვი?
          2. რომელი ნომრითაა ღნიშნული სახეცვლი ფესვი ძირხვენა?



                                 აქტივობა II
           მასწავლებელი კლასს ყოფს 4 ჯგუფად
      თვითოეულ მოსწავლეს წარმოდგენილი აქვს სახლში აღმოცენებული ლობიო 
       ჯგუფს ურიგდება კითხვები:

                      I ჯგ.
           1. რა იყო თქვენი მიზანი?
           2.რა პირობებში დააყენე ცდა
           3. რომელი ორგანო განვითარდა თესლიდან?
           4. ფესვის რომელმა ნაწილმა გაიღვიძა პირველად?
                        II ჯგ
             1. რა გაითვალისწინეთ ცდის დაყენებისას?
             2. რა როლი ითამაშა წყალმა?
             3. რა როლი ითამაშა ტემპერატურამ ?
             4, რა როლს თამაშობს ჰაერი?

                 

           მასწავლებელი  III  და  IV ჯგუფებს  ურიგებს ცოცხალ მასალას - სხვადასხვა  ტიპის ფესვებს გამოსაცნობად: სტაფილო, ჭარხალი, ბაბუაწვერა,  მრავალძარღვა
   
                            IIIჯგ.
                 1.  რომელია მთავარი ფესვი? რომელია გვერდითი?
                 2.  რომელი ტიპის ფესვთან გაქვს საქმე?
                 3.  რატომ უწოდებენ ფუნჯას?
                 4. კიდევ რომელი ტიპის ფესვებს იცნობ?
                 5. რას უწოდებენ ჭარხლის ფესვს?
         
                              IV ჯგ.
                          1. ფესვის რომელ ტიპთან გაქვთ საქმე?
                          2. რატომ უწოდებთ მთავარღერძიანს?
                          3.რომელია მთავარი და გვერდითი ფესვი?
                          4. რატომ ჰქვია სტაფილოს ფესვს სახეცვლილი?
           
                               
                             შეკითხვა სსსმ მოსწავლეს
                           1. რა მნიშვნელობა აქვს ფესვს მცენარისთვის?
                           2. ფესვის რომელი ნაწილი ხდება წყლის შეწოვა?

                                 

                                    რეფლექსია 15 წთ.

                              აქტივობა IV  მეთოდი- კითხვები:
             
1.      რომელი ნივთიერებებით საზრდოობს მცენარეები ნიადაგიდან?
2.      მცენარის რომელი ნაწილით ხდება წყლისა და მარილების შეწოვა?
3.      რამდენი ტიპის ფესვს იცნობთ?
4.      ფესვის რომელი ნაწილი ვითარდება პირველად თესლიდან?
5.      რა არის საჭირო თესლიდან ჩანასახის განვითარებისთვის

                           

                            აქტივობა V

   მასწავლებელი დაფაზე წერს ტექსტს გამოტოვებული სიტყვებით, სთხოვს კლასს ჩასვან გამოტოვებული სიტყვები:
ჩანასახიდან პირველად ვითარდება  .................   ..................., ფესვი მცენარეს ნიადაგიდან აწვდის .......................  და ........................... წვრილი მილებით, ამავე მილებით წყალი


კითხვა სსსმ მოსწავლეს:
1.      ფესვის რომელი ნაწილით ხდება წყლის შეწოვა?
2.      რა მნიშვნელობა აქვს ფესვს მცენარისთვის?

დასკვნა 5წთ.
მასწავლებელი იყენებს მოსწავლეთა თვითშეფასებას, შემდეგ აფასებს კლასს.
აძლევს საშინაო დავალებას.